ურეკის შესახებ

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-სპაციელისტებმა კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ შავი ზღვისპირა კურორტ ურეკს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება.

ბუნების ისეთი სიმდიდრეები, როგორიცაა ზღვა, მზე, მაგნიტური თისებების მქონე ქვიშა, ურეკში შესანიშნავ პირობებს ქმნის დასვენებისა და მკურნალობისათვის. პლაჟის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა. ქვიშის ძირითად მინერალებს წარმოადგენს : მაგნეტიტი (5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%), გრანიტი (4,3%), კვარცი და სხვა.

მეცნიერთა გამოკვლევებით დადასტურებულია მაგნიტური ველის დადებითი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. მაგნიტური ველი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთებითსაწინააღმდეგო ზემოქმედებას, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და რაც მთავარია ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.

შავი ზღვის სამკურნალო ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში, განსაკუთრებით საყრდენმამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს.

შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ურეკში, ოპტიმალური ვადა დასვენებისა და მკურნალობისათვის განისაზღვრება 24 დღით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ასეთივე რეზულტატის მიღწევა შეიძლება 18 დღეში, ურეკის ცენტრალურ მონაკვეთში, სადაც დამახასითებელია მაგნიტური ველის დადებითი ინტენსივობა.

ურეკის სამკურნალო თვისებების შესწავლა და გამოკვლევა მიმდინარეობდა წამყვანი ინსტიტუტების მეცნიერ-მუშაკთა მიერ. ესენია: საქართველოს კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტი, სანატორიუმ "კოლხიდას" ბაზაზე; თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერთა აკადემია.

კურორტ ურეკში მკურნალობის დადებითი ეფექტის მისაღწევად საჭიროა ზღვის, მზის, ჰაერის და ქვიშის აბაზანების მიღება. მკურნალობის კურსის სწორი მიმართულებისათვის აუცილებელია ადგილზე ექიმთა კონსულტაცია.

პროფესორი: შ.ა. თავართქილაძე
ექიმ-ნევროლოგი: ნ.ა. ქარცივაძე

ჩვენებანი კურორტ ურეკში მკურნალობისა და დასვენებისათვის

  1. ჰიპერტონიული დაავადების I-II სტადია, კრიზული მიმდინარეობის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნების გარეშე.
  2. კორონალური ათეროსკლეროზი - მხოლოდ პირველი სტადია (ა. მიასნიკოვი), დაავადების სიმძიმის მიხედვით (ლ.ფოლგესონი, ლ. მიასნიკოვი, ვ. მეტელიცა), ე.ი. ავადმყოფები იშვიათი სტენოკარდიული შეტევით, რომლებიც ვითარდება მხოლოდ დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვის შემდეგ.
  3.  ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი კომპენსირებული სისხლის მიმოქცევის ან პირველი ხარისხის უკმარისობით.
  4. მიოკარდიოდისტროფი, რომელიც ვითარდება გულის კუნთის გადაღლით. სისხლისმიმოქცევის უკმარისობისპირველი სტადიის დროს.
  5. გულის შეძენილი მანკები, როდესაც არ არის მარცხენა ვენური ხვრელის და აორტის მკვეთრად გამოხატული სტენოზი, სისხლის მიმოქცევა კომპენსირებულია ან პირველი ხარისხის უკმარისობაა, რევმატული პროცესი არა აქტიურ ფაზაში.
  6. ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი ტროპიკული წყლულების და განგრენის გარეშე.
  7. მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, კიდურში სისხლის მიმოქცევის მოშლის არაუმეტეს მეორე სტადიისა, რემისიის პერიოდში.
  8. ქვემო კიდურთა ქრონიკული თრომბოფლებიტი (მწვავე პროცესის გავლიდან არანაკლებ 6 თვისა).
  9. ალიმენტური სიმსუქნე
  10. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებანი (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტი ქრონიკულ სტადიაში პროცესის აქტივობის გარეშე, ცვლითი - დისტროფიულიპოლიართრიტი, მადეფორმირებული ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროპატიები და სხვა).
  11. ნერვული სისემის ფუნქციური დაავადებანი: ჰიპერტონიული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი.
  12. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებანი (ნევრიტი, ნევრლგია) რეაბილიტაციის სტადიაში.
  13. საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის ბრონქული ასთმა.
Albatros Albatros