სათაფლია
სათაფლიის კარსტული მღვიმეები, ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. სათაფლიის მღვიმე, საქართველოში პირველი კარსტული მღვიმეა, რომელიც კეთილმოეწყო ტურისტებისთვის.
სათაფლიის მღვიმე, წარმოადგენს მდ. ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით, ცნობილმა ნატურალისტმა, პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს პირველად შეაღწია და შემთხვევით აღმოაჩინა სათაფლიის მღვიმე.
მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა +14 გრადუსი.
მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.
ნაკრძალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი. აქვეა აშენებული მინის გადასახედი მოედანი, ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი.
ლუქსი
ლუქსის ტიპის ყოველი ნომერი არის ინდივიდუალურად მოწყობილი და წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას.გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყუდროვითა და დიდი სივრცით
ნახევრად ლუქსი
სასტუმრო გთავაზობთ ელეგანტურად გაფორმებულ, კომფორტაბელურ, ნახევრად ლუქსის ტიპის ნომრებს, სრული აღჭურვილობითა და თანამედროვე დიზაინის ავეჯით
დუპლექსი
დუპლექსი განთავსებულია სასტუმროს მე-7 სართულზე, აქვს ზღვის სანაპიროს მიმართულებით გამავალი ულამაზესი ხედები. მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინტერიერი და თანამედროვე კომფორტის ერთობლიობა