პრომეთეს მღვიმე

       

        სათაფლიის კარსტული მღვიმეები, ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია.  სათაფლიის მღვიმე, საქართველოში პირველი კარსტული მღვიმეა, რომელიც კეთილმოეწყო ტურისტებისთვის.

      სათაფლიას მღვიმე, წარმოადგენს  მდ. ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის  საშუალებით, ცნობილმა ნატურალისტმა, პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს პირველად შეაღწია და  შემთხვევით აღმოაჩინა სათაფლიის მღვიმე.

                 მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა +14 გრადუსი.

        მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.

       ნაკრძალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დინოზავრების  200-მდე ნაკვალევი. აქვეა აშენებული მინის გადასახედი მოედანი,ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი.

Albatros Albatros